მსოფლიო
შინაგან საქმეთა მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
2013-02-22 13:35:06
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაციას და აშშ-ს ელჩს, რიჩარდ ნორლანდს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში შეხვდა.
დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. მინისტრმა სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები, დაგეგმილი რეფორმები, პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
მინისტრმა სტუმარს ასევე სამართალდამცავ სფეროში მიმდინარე რეფორმები, შსს-ს 2013 წლის სტრატეგია და ახალი პოლიციის ეთიკის კოდექსი გააცნო.
კომენტარები