0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალაია, შესაძლოა, ციხიდან გამოუშვან

ჩამოტვირთვა

თავდაცვის და შსს-ს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, შესაძლოა, თვის ბოლოს ციხიდან გამოუშვან. მისი ადვოკატის და უფლებადამცველების ნაწილის თქმით, ამის ალბათობა, ძალიან მაღალია. თუმცა, პროკურატურაში ამბობენ, რომ ძიების პროცესი ისევ მიმდინარეობს, რა დროსაც ახალაიას შეიძლება სხვა ბრალდებაც დაუმტკიცდეს. ბაჩო ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ახალაიას გირაოთი გათავისუფლება სავსებით რეალურია. მისი თქმით, ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურას რეალური სამხილები არ გააჩნია, რადგან მკურნალიძემ პროცესზე ჩვენება შეცვალა. მისივე თქმით, ახალაია საპატიმროში შეიძლება იმ შემთხვევაში დარჩეს, თუ სასამართლომ მკურნალიძის ჩვენება ახალ გარემოებად არ ჩათვალა. დაცვის მხარე ახალაიასთვის გირაოს შეფარდებას 28 თებერვლის პროცესზეც მოითხოვოს. შეგახსენებთ, რომ გიგი კალანდაძეს, ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. ამასთან, ბაჩო ახალაიას ბრალად წამების ორგანიზებაში მონაწილეობაც ედება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები