0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰილარი კლინტონის წერილი ბიძინა ივანიშვილს.

ჩამოტვირთვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს წარმართავს. "ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ჩემი უფლებამოსილების ვადის მიწურულს მსურს, გაცნობოთ, რომ ჩემთვის საპატიო და სასიხარულო იყო, ვყოფილიყავი მოწმე თქვენი და თქვენი კოლეგების ხელმძღვანელობით საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის ხელისუფლების გადაცემისა და კოჰაბიტაციის უპრეცედენტო პერიოდისა. ძალიან ვამაყობ იმ პროგრესით, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ მიაღწიეს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირის განმტკიცებისა და საზიარო ინტერესების სრული სპექტრის გატარების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კავშირი კვლავინდებურად მტკიცე იქნება. 2012 წელს, როცა ჩვენი ქვეყნები აღნიშნავდნენ დიპლომატიური ურთიერთობების მეოცე წლისთავს, საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების გზაზე. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სიამოვნებით დაუდგა მხარში დემოკრატიის განმტკიცების საქმეში, რაც გამოვლინდა კიდეც არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემაში და რის მიღწევაც წარმოუდგენელი იქნებოდა თქვენი, როგორც ლიდერის, ხელმძღვანელობის გარეშე. ვიმედოვნებ, რომ თქვენ წარმართავთ კონსტრუქციულ ურთიერთობებს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და ითანამშრომლებთ საერთო მიზნის განსახორციელებლად, უზრუნველყოფთ რა საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ წინსვლას. ვემზადები რა თანამდებობის დატოვებისთვის, გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ, რომ გისურვებთ უდიდეს წარმატებასა და ბედნიერებას თქვენს ყველა მომავალ წამოწყებაში. საუკეთესო სურვილებითა და პატივისცემით, ჰილარი როდემ კლინტონი", - ნათქვამია წერილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები