0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"აფხაზეთის ხმა" პროკურატურის მხრიდან თანამშრომელზე ზეწოლას აპროტესტებს

ჩამოტვირთვა

რადიო "აფხაზეთის ხმა" აპროტესტებს ახალციხის პროკურატურის მხრიდან რადიოს თანამშრომელზე, სოფო გორდაძეზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მას.სოფო გორდაძისადმი მხარდაჭერის ნიშნად 22 თებერვალს დილის რვა საათიდან რადიო "აფხაზეთის ხმის " ყველა საინფორმაციო გამოშვება საგანგებო განცხადებით დაიწყო, სადაც კოლექტივის სახელით მოითხოვენ, შეწყდეს სოფო გორდაძეზე ზეწოლა. შეგახსენებთ, რომ ახალციხის პროკურატურის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის შესახებ თავად სოფო გორდაძემ გუშინ საპარლამენტო უმცირესობის წევრთან ირმა ნადირაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურამ გუბერნატორ ივანე წიკლაურის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვა, ხოლო უარის შემდეგ სოფო გორდაძის წინააღმდეგ საქმე ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით აღძრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები