პოლიტიკა
ქალბატონმა, რომელსაც ბინიდან ასახლებდნენ, საწვავი გადაისხა
2013-02-21 18:55:49
ჩამოტვირთვა
ლესელიძის ქუჩის #2–ე ჩიხში მდებარე ერთ–ერთი სახლიდან ოჯახის გამოსახლებას, პოლიციასა და აღნიშნულ სახლში მაცხოვრებელთა შორის დაპირისპირება მოჰყვა.
შენობაში მცხოვრები ქალბატონი მთვარისა ქაჯაია აცხადებს, რომ მან აღსრულების ბიუროდან წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ შენობის ნაწილის ნაცვლად, მთლიანი შენობა გაიყიდა, რომელიც მას 30 000 ლარიანი იპოთეკით ჰქონდა დატვირთული.
ქალბატონმა საწვავი გადაისხა და თავის დაწყვა სცადა. ადგილზე სახანძო ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მათ გამოცხადებამდე სიტუაცია განიმუხტა.
სოციალურად დაუცველი ოჯახი ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას, საქმის გადახედვასა და გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვს.
კომენტარები