პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი აშშ-ს ყოფილი მაღალჩინოსნების დევნის მართებულობაში არწმუნებს
2013-02-21 17:37:20
ჩამოტვირთვა
ამერიკული სააგენტო "ესოშიეთიდ პრესი" აქვეყნებს დეზმონ ბატლერის მასალას, სათაურით - "საქართველოს იუსტიციის მინისტრი ცდილობს, აშშ-ი საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დევნის მართებულობაში დაარწმუნოს".
როგორც სტატიის ავტორი წერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ცდილობს, აშშ-ის ხელმძღვანელობის დარწმუნებას, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული.
ივანიშვილის კოალიციამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა. აშშ-ის ხელისუფლება შიშობს, რომ პოლიტიკურ ბრძოლას შესაძლოა, დასავლური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა მოჰყვეს ქვეყანაში, რომელიც აქამდე ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ამომავალი დემოკრატიის ნათელი წერტილი იყო", - აღნიშნავს ჟურნალისტი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ სამთავრობო დაკავებებმა, მათ შორის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, აშშ-სა და ევროპის შეშფოთება გამოიწვია.
კომენტარები