0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სააკაშვილი პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის თარიღის დანიშვნის მოითხოვს

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს თხოვნით მიმართავს, დანიშნოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის თარიღი. სააკაშვილის ღია წერილი პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. "უპირველეს ყოვლისა, გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, როგორც ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს და მოგმართავთ თქვენ - ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია, რომლის დაცვა საქართველოს თითოეული მოქალაქის, მათ შორის, უწინარესად, ქვეყნის ხელმძღვანელი პირების უმთავრესი ვალდებულებაა. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა, დაცული იქნას საქართველოს კონსტიტუცია რომელიც, ერთი მხრივ, ქვეყნის პირველ პირს ავალდებულებს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებსა და საზოგადოებას; მეორე მხრივ, კონსტიტუცია ავალდებულებს პარლამენტს მოუსმინოს საქართველოს პრეზიდენტს. მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის ამ ნორმის დაცვით, ცოტა ხნის წინათ შექმნილ ბევრ გართულებას ავიცილებდით თავიდან. საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მისი აღსრულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი, საქართველოს პარლამენტსაც ეკისრება. აქვე შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მოსმენა უახლოეს მომავალში უნდა შემდგარიყო. ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის დაცვა და დანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის თარიღი", - აცხადებს პრეზიდენტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები