პოლიტიკა
H1N1 ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა
2013-02-21 17:10:47
ჩამოტვირთვა
H1N1 ვირუსის შედეგად კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.
დღეისთვის უკვე ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 192 შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 9 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა თითქმის 50-ით გაიზარდა. ცენტრში აცხადებენ, რომ ახალი შემთხვევების გამოვლინება რამდენიმე კვირა კიდევ გაგრძელდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ლაბორატორიულ სინჯებს მძიმე შემთხვევებიდან იღებენ.
კომენტარები