პოლიტიკა
საქართველოში გუბერნატორის ინსტიტუტი გაუქმდება
2013-02-21 17:08:19
ჩამოტვირთვა
საქართველოში გუბერნატორის ინსტიტუტი გაუქმდება და ყველა დასახლებას თავისი თვითმმართველობა ეყოლება. ამას რეგიონალური განვითარების სამინისტროს ინიციატივა ითვალისწინებს.
ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის უფრო მეტ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ცვლილების თანახმად , ადგილობრივი თვითმმართველობები მეტად განვითარდებიან და იქნება უკეთესი დეცენტრალიზაცია _აღნიშნა მინისტრმა.
კომენტარები