მსოფლიო
შსს–მ ათენის ინტერპოლის მიერ ძებნილი საბერძნეთის მოქალაქე დააკავა.
2013-02-21 12:27:24
ჩამოტვირთვა
2013 წლის 15 თებერვალს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის და მცხეთა მთიანეთის მთავარი სამმათველოს თანამშრომლებმა თბილისში, ა. რაზმაძის ქუჩაზე, ათენის ინტერპოლის მიერ ძებნილი, 1965 წელს დაბადებული ოდისეას იორდანიდისი (იორდანოვი) დააკავეს.
აღნიშნულ პიროვნებას წინასწარი განზრახვით, სხვა პირებთან შეთანხმებით, გარკვეული გასამრჯელოს საფასურად, საბერძნეთის ტერიტორიაზე შეყვანისა და საცხოვრებლის უზრუნველოყოფის მიზნით, უკანონო მიგრანტები გადაყავდა.
დაკავებული ათენის ინტერპოლის მიერ 2011 წლის 22 დეკემბრიდან იძებნებოდა.
დაკავების შემდეგ, აღნიშნული პიროვნება დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ხოლო 2013 წლის 18 თებერვალს, მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამმართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, საექსტრადიციო 3 თვიანი პატიმრობა შეეფარდა და იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენის N8 დაწესებულებაში მოათავსეს.
კომენტარები