პოლიტიკა
მოსკოვი თარგამაძისთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდებაზე იმსჯელებს.
2013-02-21 12:03:20
ჩამოტვირთვა
მოსკოვის ბასმანის სასამართლო საქართველოს პარლამენტის წევრის, გივი თარგამაძისთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მოსკოვის პოლიციამ თარგამაძეზე ფედერალური ძებნა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. რუსეთში მასობრივი არეულობის მომზადებაში ბრალდებული ქართველი პოლიტიკოსი ძებნილ პირთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაშია შეყვანილი. საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძე ბლადებულად ცნო რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის ორგანიზებაში "მემარცხენე ფრონტის" ლიდერ სერგეი უდალცოვთან კოორდინაციით.
ქართული მხარის ინფორმაციით, გივი თარგამაძე, მოთხოვნის შემთხვევაში, რუსეთს არ გადაეცემა.
კომენტარები