მსოფლიო
დღეს ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
2013-02-20 11:47:12
ჩამოტვირთვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის , მე-4 ბრიგადის მეთაურის, ზურაბ შამათავას და სხვა სამხედრო პირთა სასამართლო პროცესი გაიმართება.დღეს წინასასამართლო პროცესი შედგება, რის შემდეგაც 14 დღის ვადაში საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს.
ბაჩო ახალაიას ბრალდება სამი მუხლით აქვს წარდგენილი. მას თავისუფლების უკანონო აღკვეთას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და წამებას ედავებიან. სასამართლო პროცესის პარალელურად დღეს, საქალაქო სასამართლოსთან ბაჩო ახალაიას და დანარჩენი ბრალდებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
კომენტარები