0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტში კენჭს უყრიან.

ჩამოტვირთვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან . პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს ცესკოს წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ერთხელ, ახალი, ნინო კიკალიშვილისა და გია გარსევანიშვილის კანდიდატურები რამდენიმე კვირის წინ შესთავაზა. ნინო კიკალიშვილი 2011-2012 წლებში მუშაობდა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად. გია გარსევანიშვილი კი 2010 წლის 2 მარტიდან დღემდე არის აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტს კანდიდატურები ორჯერ წარუდგინა, თუმცა, დეპუტატების უმრავლესობამ მხარი არც ერთ მათგანს არ დაუჭირა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები