0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კობა სუბელიანის წინააღმდეგ ახალი სკანდალი აგორდა.

ჩამოტვირთვა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენლის კობა სუბელიანის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ამ ინფორმაციას გაზეთი "რეზონანსი" აქვეყნებს. გაზეთის ცნობით, ლტოლვილთა და განსახლების ყოფილ მინისტრს თანამშრომლები საბიუჯეტო თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. ამავე ინფორმაციით, სამინისტროში დასაქმებულებზე ყოველთვიურად მაღალი პრემიები გაიცემოდა, თუმცა პირად ანგარიშზე დარიცხული თანხა მინისტრის დავალებით კვლავ კობა სუბელიანთან მიჰქონდათ. საგამოძიებო უწყებაში სამინისტროს თანამშრომლების დაკითხვა მიმდინარეობს. სტატიაში ნათქვამია, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსანს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები