მსოფლიო
პოლიციამ კანცელარიასთან მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა.
2013-02-19 11:48:52
ჩამოტვირთვა
ქალები და ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც თავიანთ გაუსაძლის ყოფას სახელმწიფო კანცელარიასთან აპროტესტებდნენ და პრემიერ მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, სამართალდამცველებმა წიხლებით გამოყარეს შენობიდან. "ჩვენ ვითხოვდით ელემენტალურ პირობებს, რომელსაც 3 თვეზე მეტია გვპირდებიან, მაგრამ დღემდე არ შეუსრულებიათ დანაპირები. ყველამ მოგვატყუა, ჯანდაცვის მინისტრისგან დაწყებული და ივანიშვილით დამთავრებული.დევნილები და სოციალურად დაუცველები, დარბევის შემდეგ ივანიშვილის რეზიდენციასთან ასვლას და შიმშილობის დაწყებას გეგმავდნენ, თუმცა, პოლიციამ მშვიდობიან პროტესტანტებს სოლოლაკის მიმართულებით გადაადგილების საშუალებაც არ მისცა.
კომენტარები