პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს 21 წევრი აირჩია.
2013-02-16 18:25:08
ჩამოტვირთვა
ქართულმა ოცნებამ ახალი წესდებით პოლიტსაბჭოს ახალი 21 წევრი აირჩია. ესენი არიან – ელისო ჩაფიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ირინა იმერლიშვილი, ივანე კიღურაძე, ირაკლი ტრიპოლსკი, ირაკლი სესიაშვილი, თამაზ ავდალიანი, ზვიად კვაჭანტირაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, მურმან დუმბაძე, ნოდარ ხადური, კახი კალაძე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, დავით ფაცაცია, ირაკლი ჟორჟოლიანი, ალი ბაბაევი, უჩა მამაცაშვილი, გივი ჭიჭინაძე, დავით საგანელიძე, მანანა კობახიძე.
პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობას 1681 დელეგატი ესწრება. ასევე ღონისძიებაზე წარმოდგენილია 550 სტუმარი.
კომენტარები