0 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიძინა ივანიშვილი: “რაიონულ სტრუქტურებში ბევრ გაუგებრობას წავაწყდი".

ჩამოტვირთვა

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "მან არ იკადრა, რომ პარტიის ხელმძღვანელი პირები თბილისიდან დაენიშნა, ეს საქმე რაიონულ სტრუქტურებს მიანდო, თუმცა ბევრ გაუგებრობას წააწყდა". ამის შესახებ ივანიშვილმა ფილარმონიაში პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "იმას, რაც ბოლო პერიოდში პარტიის რეგიონულ სტრუქტურებში მოხდა, დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. ყველამ კარგად იცით, რამდენი ადამიანი გაწევრიანდა პარტიაში და მათ შორის, რამდენი აღმოჩნდა თანამდებობისა და ხელმძღვანელობის მსურველი. ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდა. გარწმუნებთ, რომ ძალადობით თავს ვერავინ დაიმკვიდრებს, ვერც ხელმძღვანელ პოსტებზე მოხვდებიან. არ ვიკადრე, რომ ხელმძღვანელი პირები თბილისიდან დამენიშნა. ეს საქმე ადგილობრივ რაიონულ სტრუქტურებს მივანდე, თუმცა ბევრ გაუგებრობას წავაწყდი. ჩვენ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. პოლიტიკური კულტურა უნდა ვისწავლოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები