0 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიძინა ივანიშილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

ჩამოტვირთვა

ქართულ ოცნებას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პარტიის საპატიო თავმჯდომარის წოდება ბიძინა ივანიშვილს მიენიჭა. ის თავმჯდომარედ დელეგატებმა და პარტიის წევრებმა ერთხამდ აირჩიეს. ყრილობის დაწყებამდე კი ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა. მისი განცხადებით, იქიდან გამომდინარე რომ საქართველოს მოქალაქე არ არის, არ აქვს უფლება იყოს პარტიის თავმჯდომარე, სწორედ ამიტომ მას დღეს საპატიო თავმჯდომარის წოდება მიენიჭება. ივანიშილი არ გამორიცხავს ასევე, რომ პოლიტსაბჭოს რიგებში ახალი სახეებიც გამოჩნდნენ. პრემიერ-მინისტრი ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, მეჩეთის ასაშენებლად ადგილი რამდენიმე დღეში მოიძებნება. "ბათუმსა და აჭარაში მუსლიმანური მოსახლეობა ბევრია. ასევე არიან ინვესტორები და ტურისტები, რომელთაც სალოცავი ადგილი არ აქვთ. ისინი სალოცავად ეზოში გამოდიან და იქაც ვერ თავსდებიან. საქართველოში მეჩეთის აშენების პრობლემა არ არის. ადგილს აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე იძიებს, რომელიც დელეგაციის წევრი იყო. უახლოეს მომავალში ადგილს მოვიძიებთ და აშენდება მეჩეთი. ამას არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ სჭირდება", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, თურქეთის პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შედეგად ქართული დელეგაცია და ექსპერტთა ჯგუფები იშხნისა და ოშკის რესტავრაციაზე დაიშვებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები