პოლიტიკა
მურმან დუმბაძე "ქართულ ოცნებაში" საკადრო გადახალისებას არ გამორიცხავს.
2013-02-16 15:38:21
ჩამოტვირთვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მურმან დუმბაძემ ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. ის პარტია "ქართულ ოცნებაში" საკადრო გადახალისებას არ გამორიცხავს.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" სახელისუფლო პარტიაა, სადაც ყოველთვის დიდია შიდაპარტიული კონკურენცია, შესაბამისად, გამორიცხული არ არის გარკვეული საკადრო გადახალისება მოხდეს. ფილარმონიაში უკვე მივიდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, ნუკრი ქანთარია, გუგული მაღრაძე და "ქართული ოცნების" დელეგატები და აქტივისტები.
კომენტარები