0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კონგრესმენების თხოვნა ჯონ კერისადმი

ჩამოტვირთვა

კონგრესმენთა ჯგუფმა ჯონ კერის საქართველოში პოლიტიკური კრიზისის აღსაკვეთად "სრული დიპლომატიური რესურსების" გამოყენების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Hill იუწყება . ჟურნალისტი წერს რომ, დაძაბულობამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ახალარჩეულ მთავრობას შორის გასულ კვირას იფეთქა, როცა დემონსტრანტებმა პრეზიდენტს ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. ახალმა მთავრობამ, რომელსაც კავშირები აქვს მოსკოვთან, ოქტომბერში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნისა და საჯარო მოხელის დაკავების ბრძანება გასცა. გაზეთი The Hill ჯონ კერისადმი ამერიკელი კონგრესმენების წერილსაც აქვეყნებს. "ქართველი ხალხის უფლებების, თავისუფლების დაცვისა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გადადგათ ნაბიჯები აშშ-ის ინტერესების დასამტკიცებლად საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის საკითხში. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ სრული დიპლომატიური რესურსი არსებული კრიზისის საპასუხოდ", - ნათქვამია წერილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები