პოლიტიკა
"ქართული ოცნება" დღეს რიგგარეშე ყრილობას გამართავს.
2013-02-16 13:51:52
ჩამოტვირთვა
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" დღეს რიგგარეშე ყრილობას გამართავს. ყრილობა თბილისის საკონცერტო დარბაზში 15:00 საათზე დაიწყება, სადაც წესდების ახალი რედაქცია უნდა მიიღონ.
პარლანეტის ვიცე–სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პარტიას თავმჯდომარე არ ეყოლება და მას პოლიტსაბჭო უხელმძღვანელებს. "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის პოსტს კი ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაიზრდება, რომელსაც დელეგატები ყრილობაზე აირჩევენ. ყრილობას პრემიერ-მინისტრი და პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. შეხვედრას მოწვეული სტუმრებიც დაესწრებიან.
კომენტარები