0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი დააჯილდოვა.

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსსა და ლილიტა ზატლერესს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა. ამასთან, სააკაშვილმა ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა, ვალდის ზატლერსს საქართველოს წინაშე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საგარეო პოლიტიკაში შეტანილი წვლილით, ისე საქართველოს მეგობართა ჯგუფის გაძლიერების თვალსაზრისით. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საერთო ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე იგი საქართველოს ერთგულ მეგობრად კვლავაც რჩება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები