მსოფლიო
ქართულმა დელეგაციამ ირაკლი ალასანია თურქეთში მიატოვა
2013-02-15 17:18:11
ჩამოტვირთვა
ქართულმა დელეგაციამ თურქეთში მიმდინარე ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ შენობა ირაკლი ალასანიას გარეშე დატოვა. ეს ინფორმაცია თურქულ ფორუმებზე იმ ადგილობრივმა ჟურნალისტმა გაავრცელა, რომელიც შეხვედრის შემდეგ შენობაში დარჩა, რათა მასალა თავისი მედია–საშუალებისთვის მიეწოდებინა.
თურქულ მხარესთან ჩატარებულ შეხვედრას ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა, თუმცა იმ დროს, როცა საუბარი დასასრულს უახლოვდებოდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დარბაზიდან დროებით გავიდა, უკან დაბრუნებულს კი ქართული და თურქული დელეგაციების თანამშრომლები წასული დახვდნენ.
ჟურნალისტი წერს, რომ ირაკლი ალასანია საკმაოდ დაბნეული ჩანდა. თურქი ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარტო დარჩენილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მასში თანაგრძნობა გამოიწვია და თავისი ტრანსპორტით გადაადგილება შესთავაზა, რადგან დელეგაციები სხვა შენობაში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, თუმცა ირაკლი ალასანიასგან უარი მიიღო:
კომენტარები