პოლიტიკა
ბათუმში ახალი მეჩეთი აშენდება
2013-02-15 16:33:01
ჩამოტვირთვა
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბათუმში გამოიყოფა ადგილი, სადაც მეჩეთი აშენდება.
ეს განცხადება მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება ანკარაში იქნა მიღებული.
ფანჯიკიძის განცხადებით, ოშკისა და იშხანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაში ქართველი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო ბათუმში ადგილი გამოიყოფა, სადაც მუსლიმანური რელიგიის წარმომადგელებისთვის სამლოცველო უნდა აშენდეს. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქართველ მუსლიმანებს თავიანთი სამლოცველო უნდა ჰქონდეთ.
კომენტარები