პოლიტიკა
რატომ არ კითხავენ ირაკლი ოქრუაშვილს რობაქიძის საქმეზე?
2013-02-15 16:22:14
ჩამოტვირთვა
შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე მთავარ პრიკურატრაში დაკითხვაზე მივიდა. დონაძეს ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს უკვე მესამედ დაკითხავენ. თუმცა პრკურატურას გახმაურებულ მკვლეობასთან დაკავშირებით მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამ დრომდე არ დაუკითხავს.
გაბედავდნენ თუ არა, კრიმინალური პოლიციის უფროსი, საპატრულო პოლიციის უფროსი და თბილისის პოლიციის უფროსი გარდაცვლილისთვის იარაღების ჩადებასა და საქმის ფალსიფიცირებას, იმდროინდელი შს მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის უშუალო ჩარევისა და მისი თანხმობის გარეშე? გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრევლმა ჩვენგან შეიტყო რომ ოქრუაშვილი ამ დრომდე დაკითხული არ არის. რობაქიძის დედის განცხადებით სიმართლის გასარკვევად ოქრუაშვილს დაკითხვა აუცილებელია.
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პროკურატურამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. ამ დრომდე უცნობია, როდის დაიკითხება მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
კომენტარები