მსოფლიო
ულტიმატუმი შინაგან საქმეთა მინისტრს.
2013-02-15 14:00:29
ჩამოტვირთვა
10 თვის გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები ირაკლი ღარიბაშვილს ულტიმატუმს უყენებენ. ისინი შსს მინისტრის გურჯაანში ჩასვლასა და მასთან შეხვედრას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკიდურესი ზომების მიღებას აპირებენ.
მათ სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოსაძიებლად ბოლო ვადა 10 თებერვლამდე მისცეს, თუმცა გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა. რაფალიანცის გარდაცვალების საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი. 10 თვის ბარბარე გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ქვევრში ჩამხრჩვალი 30 სექტემბერს იპოვეს.
კომენტარები