0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქართული მხარე რუსეთს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატს გივი თარგამაძეს ვერ გადასცემს.

ჩამოტვირთვა

საქართველოს პროკურატურა, გივი თარგამაძის ექსტრადიციას გამორიცხავს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ავრცელებს."საქართველოს მთავარ პროკურატურაში რუსეთის გენერალური პროკურატურიდან არანაირი თხოვნა რაიმე სახის დახმარებაზე, არ შემოსულა, მას შემდეგ რაც მივიღებთ, ჩვენ შესაბამის თხოვნას, კანონმდებლობის შესაბამისად ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქის გადაცემა უცხო სახელმწიფოსათვის კონსტიტუციით აკრძალულია, ჩვენ გივი თარგამაძეს როგორც საქართველოს მოქალაქეს ვერ გადავცემთ უცხო სახელმწიფოს," - აცხადებს ჩილინგარაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები