მსოფლიო
დავით უსუფაშვილი - არჩევნებში ხმას კობა დავითაშვილს არ მივცემ
2013-02-14 16:38:34
ჩამოტვირთვა
მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, თუ ამ ინციდენტში მონაწილე დეპუტატები მე, როგორც ამომრჩეველს საკუთარ თავს შემომთავაზებენ, ხმას არცერთს არ მივცემ. ასე ტელეკომაპანია "მაესტროში" რატიანსა და დავითაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, დეპუტატიმა საკუთარი ემოციების კონტროლი უნდა შეძლოს წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუძლია სხვა საქმე მოძებნოს.
"ადამიანი თუ დეპუტატი ხარ, უნდა გქონდეს უნარი, რომ შესაბამისად მოიქცე. თუ დღის განმავლობაში იქამდე მივყავართ ადამიანს, რომ ხან ჭიქებს ვამტვრევთ და ხან ვიგინებით, მაშინ სხვა საქმე მოვძებნოთ იმისთვის, რომ ჩვენი ვნებები დავიკმაყოფილოთ. თუ სამშობლოს ემსახურება ეს ხალხი, მაშინ კეთილი ინებონ და დაიოკონ ემოციები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კომენტარები