0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იმედის წამყვანები ტელეკომპანიას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

ჩამოტვირთვა

ტელეგადაცემა "იმედის დილის" ყოფილი წამყვანები სალომე გოგიაშვილი და დავით ქაცარავა ტელეკომპანიას მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. როგორც ჟურნალისტებმა განაცხადეს, 18 იანვარს მათ "იმედის დილაში" ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, რის გამოც ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ მათ ეთერში გასვლა აუკრძალა. ჯურნალისტების განცხადებით ტელეკომპანია "იმედთან" მათ შრომითი კონტრაქტი გაფორმებული არ ჰქონდათ, რაც ნორმალური არ არის. ჟურნალისტების ინტერესების დამცველი გიორგი ქველიაშვილი კი აცხადებს, რომ პოზიცია, რომელიც მათ ეთერში გამოთქვეს, სამართლებრივი თვალსაზრისით, არავის უფლებებს არღვევს, ხოლო ის ფაქტი, რომ "იმედში" შრომითი კონტრაქტები არ არსებობდა, ტელეკომპანიის მენეჯმენტში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები