0 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიგა ნასარიძის განცხადებით, ის ირაკლი ღარიბაშვილის დაკვეთით სცემეს

ჩამოტვირთვა

იყო თუ არა შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაგეგმილი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის , გიგა ნასარიძის ცემა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. ?! თავად ნასარიძეც იხსენებს, რომ ბანდის მიერ „ნაციონალების“ ცემისას მას სპეციალურად გამოედევნენ და ერთმანეთში კითხულობდნენ თუ სად იყო ნასარიძე, დაზარალებული აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულად გაუსწორდნენ მას . "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს ფოტო-ილუსტრაციას, რომლის მიხედვითაც, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდება"-ს დამფუძნებელს გიგა ნასარიძეს "მალე შეხვედრის" სურვილით - სამარცხვინო პრეზიდენტის კლიპ-მეიკერი უწოდა. ზუსტი ციტირება ღარიბაშვილის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან. "აი, ეს "კაცი" გახლავთ დღევანდელი სამარცხვინო და უზნეო პრეზიდენტის "კლიპ-მეიკერი" - იგივე AKA "გენერალი" ნასირიძე... :))) შეხედეთ, ამ უზნეო "კაცს", ჯარისკაცის ფორმა როგორ აცვია, ამით ჩვენს ყველა ღირსეულ ჯარისკაცს, თითოეულ ქართველს აყენებს შეურაცხყოფას! უბრალოდ სირცხვილია ჩვენი საზოგადოებისთვის... და ეს ნაზი-ნასირიძე "კლიპ-მეიკერი" ამბობს, რომ თურმე ჩემი სიმამრი პოლიციის ნამდვილი გენერალი თამაზაშვილი არის თურმე ნარკობარონი, ადამიანების გამტაცებელი, კრიმინალებისა და "ქურდების" მეგობარი, ქვეყნის მტერი და ა.შ... ალბათ არ იცი რომ ძალიან სასაცილო და საბრალო ხარ ბატონო ნასირიძე :))) გულწრფელად გეტყვი, რომ შენ და შენი დამკვეთი სააკაშვილი ძალიან მეცოდებით... მალე შევხვდებით ;)" -დაწერა ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 23 აგვისტოს. ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს პრეს-ცენტრს ინტერვიუ ვთხოვეთ ირაკლი ღარიბაშვილთან , მან გვთხრა რომ გაარკვევდა არსებულ იმფორმაციას და დაგვეხმარებოდა. რამოდენიმე საათიანი რეკვის შედეგად ნინო გიორგობინმა ტელეფონს აღარ უპსუხა. . საპარლამენტო უმცირესობის წევრი დეპუტატების ფიზიკური შეურაცხყოფისათვის ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული გელა მამალაძე თავისუფალია. მამალაძე საქალაქო სასამართლომ გუშინ 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ თავდებით გაათავისუფლა. მამალაძე დაპირისპრების მიზეზად აცხადებს, რომ ნასარიძე ქართული ოცნების წევრების შეურაცხყოფის გამო სცემა. შეგახსენბთ რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სქართველოს ბანკში გაიხსნა ანგარიშის ნომერი , სადაც გირაოს თანხას აგროვებდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები