პოლიტიკა
გია თორთლაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
2013-02-08 11:28:53
ჩამოტვირთვა
გია თორთლაძის წინააღმდეგ სახელმწიფო ქონების გასხვისების საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
მისი თქმით, 2012 წლის 5 სექტემბერს საქართველოს კულტურის სამინისტროდან პროექტის "საქართველო ოკუპანტების გარეშე" ორგანიზების მიზნით, "საქართველოს დეოკუპაციის ცენტრს", რომელსაც გია თორთლაძე ხელმძღვანელობს, 350 000 ლარი ჩაერიცხა. ამავე პროექტის ფარგლებში, ცენტრისთვის უსასყიდლოდ და უვადოდ სარგებლობაში გადაცემული იქნა 104 602 ,რომელიც 2013 წლის 4 იანვარს გაასხვისა 50 000 ამერიკულ დოლარად. თანხა კი მოიხმარა პირადი მიზნებისთვის.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ გია თორთლაძესთან დაკავშირებით საქმის აღძვრა უკავშირდება მთლიანად დეოკუპაციის ცენტრის საქმიანობის გამოძიებას.
კომენტარები