0 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გურამ დონეძეს ბრალი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით წაუყენეს

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გურამ დონაძეს ბრალი ოფიციალურად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით წარუდგინეს. აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. როგორც დონაძის ადვოკატმა შონიამ განმარტა, გურამ დონაძისთვის ბრალის წარდგინება ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მოხდა. ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს მისი მოცულობიდან გამომდინარე. თუმცა შონია აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით დონაძე დადანაშაულებულია ოპერატორისთვის მითითების მიცემაში, რომ მას შემთხვევის ადგილზე ჩადებული იარაღი გადაეღო. ამასთან, კახა შონიას განცხადებით, გურამ დონაძე არ აპირებს, რომ მართლმსაჯულებას დაემალოს და საქართველოში დაბრუნდება ჩვენების მისაცემად. ადვოკატი არ საუბრობს იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება გურამ დონაძე. ამასთან, როგორც კახა შონიამ განმარტა, ბრალის წარდგინების შემდეგ, სავარაუდოდ, ხვალ გურამ დონაძეს აღკვეთის ღონისძიებას თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუფარდებენ. ადვოკატი ვარაუდობს, რომ პროკურატურა დონაძესთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. დონაძისთვის წარდგენილი ბრალი, სისხლის სამართლის 332 მუხლის მესამე ნაწილი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები