მსოფლიო
თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი უფროსი დაკითხვაზე იმყოფება.
2013-02-07 16:02:57
ჩამოტვირთვა
თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი უფროსი რამაზ სულამანიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება.
ჟურნალისტებისათვის ჯერჯერობით უცნობია თუ რა თემაზე დაუბარეს დაკითხვაზე სულამანიძე. რამაზ სულამანიძე რამდენიმე დღის წინ დაკითხვაზე ქუთაისში პოლიციის მთავარ სამმართველოშიც დაიბარეს.
შეგახსენებთ რომ ამავე უწყებაში 13:00 საათიდან დაკითხვაზე იმყოფება თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირაშვილი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ხაჩირაშვილი შპს “თბილსერვის ჯგუფის” საქმეზეა დაბარებული.
კომენტარები