0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უმრავლესობის უარი მიხეილ სააკაშვილს.

ჩამოტვირთვა

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს პარტლამენტის ტრიბუნის დათმობაზე უარი უთხრა. მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა ხვალ იგეგმებოდა, თუმცა უმრაველსობამ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში გაურკვეველი დროით გადადო. _",,რა თქმა უნდა, პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, გამოვიდეს პარლამენტში, მაგრამ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ამ კონკრეტულ პოზიციაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება ან მას შემდეგ, რაც პრეზიდენტისა და მისი გუნდის პოზიცია ცალსახად იქნება გამოკვეთილი’’, - განაცხადა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა. საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით კი, უმრავლესობა მზად არ აღმოჩნდა ამ მოხსენებისთვის და დებატებისთვის. ,,პრეზიდენტისა და უმრავლესობის სახელით მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ჩვენ მზად ვიყავით ხვალინდელი დღისთვის. პრეზიდენტი მზად იყო, მოსულიყი და პარლამენტში სიტყვით გამოსულიყო. დღეს მოვისმინეთ უმრავლესობის პოზიცია, რომელიც როგორც ჩანს, მზად არ აღმოჩნდა ამ მოხსენებისთვის და დებატებისთვის. კი ბატონო, გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა და ბიურო და ჩვენ ვიღებთ მათ პოზიციას, როგორც ფაქტს, რომ ხვალ სხდომა არ ჩატრედება’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები