მსოფლიო
შალვა ნათელაშვილი: ეს ცოდვა მე ჩავიდინე
2013-02-07 14:24:13
ჩამოტვირთვა
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, რამდენიმე თვის წინ მისი პარტიიდან ცნობილი სახეების წასვლის შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის წევრების დაკარგვა მისთვის მტკივნეული იყო.
"ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ და მათი წასვლით პირადი ტრაგედია მივიღე, მაგრამ ხომ გაგიგიათ, შალვა იყოს და პოლიტკომიტეტი ბაღდადიდან მოვა",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მან დღესვე აღიარა, რომ შეეშინდა, ახალი სახეების პარტიაში გამოჩენით ძველ ცნობილ სახეებს კონკურენცია არ ეგრძნოთ.
"პარტიაში ახალი სახეების წარმოჩენა შეჩერდა. მე ეს ცოდვა ჩავიდინე",- განაცხადა შალვა ნათელაშვილი.
შალვა ნათელაშვილი შეეხო პოლიტიკაში სპორტსმენებისა და ხელოვნების მოღვაწეების მოსვლის თემასაც.
"მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში პოლიტიკოსები უნდა იყვნენ, პოლიტიკურად ტვინმომართული ადამიანები. მსახიობებისა და სპორტსმენების ადგილი პოლიტიკაში არ არის. ამოვიდნენ ყელში და პროფესიულადაც დაბერწდნენ",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და აქვე განმარტა, რომ სპორტსმენებისა და მსახიობების პოლიტიკაში მოყვანა ბიძინა ივანიშვილს არ დაუწყია და რომ იგი ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, პრაქტიკაა.
კომენტარები