0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკოლოზ ხაჩირაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

ჩამოტვირთვა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა. როგორც ხაჩირაშვილმა "თაიმერთან" საუბრისას აღნიშნა, მისთვის უცნობია, თუ რა საკითხთან დაკავშირებით მოხდა მისი დაბარება, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ დაკითხვაზე აუცილებლად მივა. "ამ ყველაფერს იმ სამთვიანი ზეწოლის გაგრძელებად ვაფასებ, რასაც ადგილი აქვს ქვეყანაში და რაზეც აქამდეც არაერთხელ მისაუბრია. საკითხი, რომლის გარშემოც იქნება საუბარი დაკითხვაზე, ჩემთვის უცნობია. ყველაფერი ადგილზე გაირკვევა". - განუცხადა "თაიმერს" ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა. საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს 13 საათზე მივა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები