მსოფლიო
კუბლაშვილები გუბაზ სანიკიძეს სიცრუეში ადანაშაულებენ
2013-02-06 14:50:40
ჩამოტვირთვა
კუბლაშვილების ოჯახი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერსს გუბაზ სანიკიძეს სიცრუეში ადანაშაულებს.
ქუთაისში, პარლამენტის წინ მოქალაქე ნინო კუბლაშვილი იმყოფება, რომელიც აცხადებს, რომ მის შვილს დავით კუბლაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პრობლემები აქვს. კერძოდ, მას თირკმლის გადანერგვა სჭირდებოდა და ის შვიდი წლის განმავლობაში დონორს ეძებდა.
"გასულ კვირას, მინსკში დონორს მივაგენით, გუბაზ სანიკიძეს დახმარება ვთხოვეთ. მან გვითხრა, რომ ჩვენი შვილი ჩაგვეყვანა მინსკში და ოპერაციის ხარჯებს უპრობლემოდ აუნაზღაურებდნენ. წინა ხუთშაბათს, ჩემს შვილს ოპერაცია გაუკეთდა, მას თირკმელი გადაუნერგეს, ესენი კი, თანხას აღარ ურიცხავენ, არადა ჩემი შვილი ხვალ უნდა გამოწერონ", - განუცხადა "ივერონს" ნინო კუბლაშვილმა.
კუბლაშვილის ინფორმაციით, ოპერაცია 38 ათასი დოლარი დაჯდა.
"სანიკიძე გვეუბნება, რომ არაფერს დაგვპირებია და ნურაფერს მაბრალებთო. ფაქტია, რომ მან მოგვატყუა. ჩვენ ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას", - განუცხადა კუბლაშვილმა "ივერონს".
კომენტარები