მსოფლიო
საგანელიძე ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმაურება
2013-02-04 12:19:54
ჩამოტვირთვა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის , ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც საგანელიძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, როგორც ჩანს "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე დაწყებული აქვს ქუჩაში გამოსვლა და მანიფესტაციები და ამას პარტიებში ჩანერგილი ხალხით ახორციელებს.
"ვანო მერაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი 4 წელი არ დაუცდიან ხელისუფლების ცვლილებას, დაიწყებენ ქუჩაში გამოსვლას და გაააქტიურონ. მოვუწოდებ რუსთაველებს, ასევე ხონელებსაც და აბაშელებსაც, ნუ აჰყვებიან ამ 2-3 კაცს. მათ გვარებს გადავცემთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა შეისწავლოს ეს ხალხი. ბრძოლა გამოუცხადეს იმ პარტიას, რომელიც ძალიან ძლიერად მოდის ხელისუფლებაში", - განაცხადა საგანელიძემ.
მისივე თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტია "ქართული ოცნების" წევრები და ამ დროს ისინი ითხოვენ, რომ პარტიაში ესა თუ ის წევრი იყოს არჩეული ან აპროტესტებენ რომელიმე ადამიანის არჩევას.
კომენტარები