0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანდერს ფოგ რასმუსენი ანგარიშში საქართველოზეც საუბრობს

ჩამოტვირთვა

ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ალიანსის გენერალური მდივნის წლიური ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც ანდერს ფოგ რასმუსენი 2012 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საქმიანობის შესახებ საუბრობს. რასმუსენის მოხსენებაში საქართველოც მოხვდა. "ნატო-ს ბევრმა პარტნიორმა ქვეყანამ განსაკუთრებული პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური წვლილი შეიტანა ალიანსის მიერ ჩატარებულ ოპერაციებში", - აღნიშნავს რასმუსენი და დასძენს, რომ ამის გათვალისწინებით, 2012 წლის მაისში, ჩიკაგოს სამიტზე ალიანსმა შეხვედრები გამართა 13 პარტნიორი ქვეყნის ლიდერთან, მათ შორის საქართველოსთანაც, რომელიც ნატო-ში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს. მოხსენებაში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ 2012 წელს ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღეს ყოველწლიურ წვრთნებში, რომელიც კიბერუსაფრთხოებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხება. რასმუსენის განცხადებით, განათლება ტრანსფორმაციის ძირითადი ფაქტორია და ნატო მას პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციონალური რეფორმების მხარდასაჭერად იყენებს. რასმუსენის განცხადებით, თავდაცვის საგანმანათლებლო პროგრამები შეიქმნა რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან ერთადაც. "ჩიკაგოს სამიტზე შევხვდით ნატო-ში გაწევრიანების ოთხ მსურველს – ბოსნია-ჰერცოგოვინას, საქართველოს, მონტენეგროსა და მაკედონიას. ნატო მომავალშიც გამართავს მუშაობას ოთხივე მათგანთან რეფორმების განხორციელების პროცესში, რათა ისინი მიუახლოვდნენ ალიანსში გაწევრიანების აუცილებელ სტანდარტებს", - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები