მსოფლიო
გიგი უგულავა დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს
2013-02-02 14:28:31
ჩამოტვირთვა
თბილისი მერი გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. როგორც უგულავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "პოზიციაში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, ის მზად არის გამომძიებლის შეკითხვებს მერიაში დღეს, 16:00 საათზე უპასუხოს.
თბილისის მერი გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დღეს, 13.00 საათზეა დაბარებული. შესაბამისი უწყება საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა მერიაში გუშინ საღამოს მიიტანეს, თუმცა, იმის გამო, რომ სამუშაო საათები უკვე დამთავრებული იყო, დაცვის სამსახურმა უწყება არ ჩაიბარა. მოგვიანებით, უგულავას უწყება უკვე სახლში მიუტანეს.
კომენტარები