0 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ალასანია თანაგუნდელებს კოორდინაციისკენ მოუწოდებს

ჩამოტვირთვა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია "თავისუფალ დემოკრატებთან" მიმართებაში უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის მოწოდებას ეხმაურება. როგორც ალასანიამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას პარტიის საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა კოალიციაში შემავალ პარტიებს ერთმანეთთან საქმიანი კოორდინაციისკენაც მოუწოდა. "მოვუწოდებ ყველა პარტიის წარმომადგენელს, იყვნენ საქმიან კოორდინაციაში, როგორც ადრე ვიყავით. მე ვერ ვხედავ ვერანაირ გადაულახავ პრობლემას. ყველა პრობლემა მოგვარდება", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დავით საგანელიძე "თავისუფალ დემოკრატებს" რაიონული ორგანიზაციებიდან რიგი წარმომადგენლების გარიცხვის მოთხოვნით მიმართა. საქმე სხვადასხვა რაიონებში, "ქართული ოცნების" პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებისას მომხდარ ინციდენტებსა და ჩაშლილ კონფერენციებს ეხება, სადაც დავით საგანელიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და მათთან ერთად, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები "ამოიცნო".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები