მსოფლიო
პრეზდენტი პარლამენტში 8 თებერვალს წარსდგება
2013-02-01 16:37:54
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში 8 თებერვალს წარდგება. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
"კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პარლამენტში შედგება 8 თებერვალს, პარასკევს, 14:00 საათზე.
პრეზიდენტის გამოსვლის განხილვის ფორმატის თაობაზე გრძელდება კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის და საბოლოო გადაწყვეტილებას, 5 თებერვალს, პარლამენტის ბიურო მიიღებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები