0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრეზდენტი პარლამენტში 8 თებერვალს წარსდგება

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში 8 თებერვალს წარდგება. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. "კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პარლამენტში შედგება 8 თებერვალს, პარასკევს, 14:00 საათზე. პრეზიდენტის გამოსვლის განხილვის ფორმატის თაობაზე გრძელდება კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის და საბოლოო გადაწყვეტილებას, 5 თებერვალს, პარლამენტის ბიურო მიიღებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები