პოლიტიკა
განხეთქილება „ლეიბორისტებში“
2013-02-01 15:45:38
ჩამოტვირთვა
"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური კომიტეტის წევრებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და პარტიის რიგები დატოვეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური კომიტეტის წევრებმა ტოვებენ პარტიის რიგებს.
რაც შეეხება პარტიის სამდივნოს, 6 წევრიდან ხუთმა "ლეიბორისტული პარტია" დატოვა.
ამ დროისთვის თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურ მდივან გიორგი გუგავას. ყოფილი ლეიბროისტები აცხადებენ, რომ გამყიდველ პოლიტიკოსებთან არ იტანამშრომლებენ და საკუტარ პრინციპებს არ უღალატებენ.
პარტია დატოვეს გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა; პოლიტიკური კომიტეტის წევრმა იდეოლოგიურმა მდივანმა კახაბერ ძაგანიამ; პოლიტიკური კომიტეტის წევრმა, აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ; პოლიტიკური კომიტეტის წევრმა საორგანიზაციო მდივანმა კონსტანტინე გუგუშვილმა; პოლიტიკური კომიტეტის წევრმა რეგიონალურმა მდივანმა გიორგი მთვარელიძემ და პოლიტიკური კომიტეტის წევრმა აპარატის უფროსმა დავით ვერძეულმა.
კომენტარები