0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას გონიერებისკენ მოუწოდებს

ჩამოტვირთვა

საქართველოს ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა ექსტრემისტი ჩახალიანი და პარალელურად იწყებს დევნას ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ახალქალაქში გაანეიტრალა სეპარატიზმის საფრთხე და გააძლიერა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი "ფეისბუქში", თავის ოფიციალურ გვერდზე წერს. მერაბიშვილის განცხადებით, ყველა ღონისძიება, რაც სამცხე-ჯავახეთში უკანასკნელ წლებში ხორციელდებოდა, მასთან იყო შეთანხმებული და ის პირადად არის მზად "პასუხი აგოს" ამ ქმედებებზე. "თუ ივანიშვილის მიზანი არ არის სახელმწიფო ინსტიტუტების დანგრევა და პოლიციის დისკრედიტაცია, მოვუწოდებ, დაანებოს თავი რიგით პოლიციელებზე ზეწოლას. თუ საქართველოს ახალ მთავრობას სურს გაიგოს, რა ღონისძიებები გატარდა აღნიშნულ რეგიონში სეპარატიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, ეს მხოლოდ ჩემი დაკითხვით არის შესაძლებელი. მე და ჩემი მეგობრები კვლავ გავაგრძელებთ საქართველოში და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და ივანიშვილი თავისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ამას ხელს ვერ შეუშლის",-წერს მერაბიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები