მსოფლიო
ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობას, გამოძიების ნაცვლად, მოქალაქეთა დასაქმებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს
2013-02-01 13:19:01
ჩამოტვირთვა
კახეთის გუბერნატორი, ზურაბ ჭიაბერაშვილი პროკურატურის მხრიდან დასაქმების პროგრამაში ჩართული მოქალაქეების დევნაზე საუბრობს.
როგორც ჭიაბერაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მასშტაბით, პროკურატურა დაკითხვაზე იბარებს იმ ასობით ადამიანს, რომელიც დასაქმების მსურველთა ბაზის შედგენაში მონაწილეობდა.
ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, დაკითხვაზე დაიბარეს ის ადამიანებიც, ვინც ოჯახებში უმუშევარ პირთა აღრიცხვას სატელეფონო ზარების მეშვეობით ახორციელებდა.
"პროკურატურა ეძებს მასალას, რომ კიდევ ერთი საქმე შეიკეროს, მოხდეს ყველაფრის ანულირება და მოსახლეობისთვის იმის თქმა, რომ არაფერი კეთდებოდა. მოვუწოდებთ ახალ მთავრობას, იმის ნაცვლად, რომ გამოძიება აწარმოოს და დასაქმების პროგრამაში მონაწილე ასობით ადამიანი დაკითხვაზე ატაროს, ხელი მოკიდოს დასაქმების ბაზას და უმუშევრობის აღმოფხვრასა და მოქალაქეების დასაქმებაზე იზრუნოს", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები 600 000 ოჯახში იმყოფებოდნენ და დასაქმების მსურველთა ბაზა შეადგინეს, რომლით ხელმძღვანელობაც ახალ მთავრობას შეუძლია.
კომენტარები