0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Human Rights Watch - დაპატიმრებები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსგავსება

ჩამოტვირთვა

ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სასამართლო განხილვების საჯაროობა, - ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2013 წლის მსოფლიო ანგარიშში. დოკუმენტში მოყვანილია საქართველოს ახალი ხელისუფლების განცხადება , რომ წინა ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით 7 000-ზე მეტი საჩივარია შესული. ანგარიშის მიხედვით, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ათეულობით ყოფილი თანამდებობის პირისა და მათთან დაკავშირებული მოხელის წინააღმდეგ აღძრა. დაკავებულია ოცზე მეტი ადამიანი. "უცხოელმა დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა საჯაროდ გამოთქვეს შეშფოთება, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა და დაპატიმრებები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსგავსება", - ნათქვამია დოკუმენტში. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველო როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის, ისე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მხარეა. ორივე დოკუმენტი წევრი სახელმწიფოებისგან მოითხოვს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირს მისი საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება ჰქონდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები