მსოფლიო
"ლადო ბედუკაძე ციხის კადრების გახმაურების სანაცვლოდ თანამდებობას ითხოვდა"
2013-01-25 12:23:02
ჩამოტვირთვა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დავით ჭაკუას ადვოკატი ვლადიმერ ბედუკაძის ბრალეულობის დამადასტურებელ ჩვენებებზე საუბრობს. მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენებაში თავად ბედუკაძის მხრიდან პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზეა საუბარი.
ადვოკატის მტკიცებით, არსებული მასალებით ასევე ირკვევა, რომ ბედუკაძე ციხის სკანდალური კადრების გახმაურებისთვის თანამდებობას ითხოვდა. მისივე თქმით, ასევე ცნობილი ხდება, რატომ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის ეს კადრები მაინცდამაინც არჩევნების წინ. ჭაკუას ადვოკატი დღეს სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
"ჩვენებებში საუბარია იმაზე, რომ ვლადიმერ ბედუკაძეს გამოჰყავდა პატიმარი კარანტინიდან და პირადი ინეტერესებიდან გამომდინარე აწამებდა მათ და ახდენდა ზეგავლენას. სისხლის სამართლის საქმეში არის ჩვენებები სადაც აღწერილია, როგორ ითხოვს ვლადიმერ ბედუკაძე ფულის ნაცვლად თანამდებობას კადრების გახმაურების სანაცვლოდ. ჩვენებეში ასევე საუბარია იმაზე თუ რატომ არ მოხდა კადრების ჩვენებამდე გამოქვეყნება", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
კომენტარები