1 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის პასუხი რუსეთის დელეგაციას

ჩამოტვირთვა

პრეზიდენტი რუსეთის დელეგაციის წევრს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: "თქვენ და ჩვენ სხვადასხვაგვარად ვუყურებთ საქართველოს რუკას. თქვენ, სამწუხაროდ სათვალე გჭირდებათ იმისათვის, რომ ჩვენი საქართველო დაინახოთ. არც ერთი ქართველი, ყველაზე პრორუსიც კი, არ მოგცემთ იმას, რაც არ გვაქვს და არ დაგანახებთ საქართველოს რუკას ისე, როგორც ეს თქვენ გსურთ. ნუ გავიწყდებათ, რომ თქვენ ოკუპირებული გაქვთ საქართველოს ტერიტორიები. არასოდეს არ გაფუჭებულა რუს და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა, მაგრამ ჩვენი საზღვარი მიდის ფსოუსა და როკის გვირაბის გასწვრივ. ეს არის გეოგრაფიის გაკვეთილი, რომელიც მინდა რომ ჩემგან მიიღოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის დელეგაციის წევრის რეპლიკის საპასუხოდ. პრეზიდენტის ამ პასუხს, დარბაზში ოვაციები მოჰყვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები