მსოფლიო
მეოცნებეებმა ზუგდიდში შევარდნაძისდროინდელი პენსიონერების პერფორმანსი გაიმეორეს
2013-01-17 16:28:24
ჩამოტვირთვა
სამეგრელოს გუბერნატორის თენგიზ გუნავას წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე დაახლოებით ათასი კაცი სამეგრელოს სხვადასხვა რაიონიდან შეიკრიბა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ორგანიზაციის „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენლებმა პერფორმანსიც წარმოადგინეს: ადმინისტრაციის შენობას კუბო შემოატარეს, შესასვლელთან მიხეილ სააკაშვილის პორტრეტიანი ფიტული დადგეს, ყელზე გვირგვინი ჩამოჰკიდეს და განაცხადეს, რომ ამ პერფორმანსით პრეზიდენტი ცოცხლად დაიტირეს და დამარხეს. ამ პერფორმანსით მეოცნებეებმა შევარდნაძისდროინდელი ზუგდიდელი პენსიონერების საავტორო უფლებები დაარღვიეს: სწორედ მათ წარმოადგინეს წლების წინ ზუსტად იგივე ადგილას პერფორმანსი, სადაც სამეგრელოს მაშინდელი გუბერნატორი ბონდო ჯიქია „ცოცხლად დაიტირეს“ და მას სანთლებიც დაუნთეს.
კომენტარები